» ლეგალიზება

რას ვამოწმებთ

დოკუმენტის ავტორში ვაკოპირებთ არსებულ პირადობის ნომერს და ვწერთ სამსახურის ძებნაში, რათა გაიფილტროს რუკაზე არ დასმის შედეგად მაინც ხომ არ იყო შემოსული მისი ცალკეული განცხადება, რაც შესაძლოა ობიექტთან იყოს კავშირში

იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის თანასაკუთრება, შესაძლებელია რუკაზე მთლიანი საკადატრო იყოს მონიშნული, სხვა შემთხვევაში საჭიროა ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა


რუკაზევე მოწმდება ხომ არ იხილებოდა ეს განცხადება ან მიმდებარე ობიექტებიდან ხომ არ ჩანს ეს ობიექტი (განსხვავებულად), ასევე მოწმდება სამსახურის სხვა განცხადებები (რომელთაც შესაძლოა კავშირი ქონდეთ ობიექტთან)

განმცხადებლის, მესაკუთრისა და მისამართის მიხედვით ვეძებთ მთლიან სიებში, განსაკუთრებული ყურადღებით კი:
1. ლეგალიზებებში (უკვე ლეგალიზებული ხომ არ არის ან შემდგომში ხომ არ მიამატა)

2. ისტორიულში (რადგან ძეგლი და მის ტერიტორიაზე არ ლეგალიზდება)

3. ნებართვებში (იქნებ 2007 მერეა გაცემული ნებართვა და აცხადებს, რომ 2007 მდე დაიწყო)
საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ უნდა იყოს 2 წელზე ძველი, ასეთის შემთხვევაში აუცილებელია მოეთხოვოს განახლებული ამონაწერის წარმოდგენა
მოთხოვნის ტექსტში მოწმდება გასაგებია თუ არა მოთხოვნა, ასევე შესაბამისობაშია თუ არა აღნიშნული ნომენკლატურასთან და წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან
აღნიშნულ ველებში პროექტის შესაბამისი არქიტექტორის მონაცემები უნდა იყოს მითითებული (თუ გააჩნია პროექტს შტამპი)
აღწერილ უნდა იქნას ობიექტი (არქიტექტურულ გეგმარებითი თვალსაზრისით).
დასრულების შემთხვევაში დასასრულებელი სამუშაოები
კორექტირების შემთხვევაში თუ რაში მდგომარეობს კორექტირება
ფოტოსურათები შეძლებისდაგვარად უნდა ასახავდეს ობიექტის ყველა ფასადს.
საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში მოეთხოვოს დათარიღებული ფოტოსურათები
წაკითხულ იქნას განცხადების ველები თუ სადმე აფიქსირებს, რომ მეტს ვერ იღებს დამატებით რომ აღარ მოეთხოვოს
მოშენების ფართი ითვლება კად ფაილის შესაბამისად მიახლოებით (ლეგალიზებისათვის ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად უმნიშვნელო კვადრატულებში ნუ გამოეკიდებით)
სალეგალიზებო ფართები ითვლება გეგმაზე დატანილი ცალკეული ფართების მიხედვით
დამრგვალებულად თავად უთითებს პროგრამა და ასეთის შემთხვევაში არ ხარვეზდება, რადგან მოქალაქის ბრალი არ არის
ძირითადში უნდა მოიცავდეს: ზომებს, საკადასტრო საზღვრებს, ფართებს გეგმაზე, შტამპს, ფასადი/ჭრილის შემთხვევაში გეგმაზე ღერძის ხაზებს.
1. მოწმდება არსებულ მდგომარეობასთან შესაბამისობა;
2. დასრულების შემთხვევაში დამტკიცებულ მონტაჟთან/პროექტთან იდენტურობა;
3. საკადასტრო საზღვრებთან მიმართებაში შესაბამისობა;

დასრულების შემთხვევაში დამატებით:
1. სამეზობლო მიჯნის ზონები;
2. ხომ არ ხდება ფართის მატება;
თუ სამართლებრივი დოკუმენტით ადასტურებს, ველოდებით იურისტის პოზიციას, სხვა შემთხვევაში მოწმდება წარმოდგენილი აეროფოტოგადაღება.
თუ სამსახურის ბაზებით გარკვევით ჩანს ობიექტი, აღარ მოეთხოვება დამატებით აეროფოტოგადაღების წარმოდგენა.