📣 სამსახურეობრივი სიახლეები




    იმ შემთხვევაში, თუ განცხადება უკვე შემობრუნებულია და მოქალაქე იწერება შეტყობინებას, სადაც კონკრეტული კითხვა არ არის დასმული, საინფორმაციო ან რაიმე საპროტესტო/გაცხარებულ შეტყობინებაზე აღარ არის სავალდებულო პასუხის გაცემა
    იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ შემდეგ დღეს ვერ მობრძანდებით სამსახურში (ჯანმრთელობის თუ სხვა ობიექტური მიზეზის გამო), წინა დღეს იწერება ელ-ფოსტაზე ვერ მოსვლის მიზეზ-გარემოებები .

    ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში სამსახურში მოსვლისას ასევე თან უნდა იქონიოთ ბიულეტენის ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან.
    თუ სიცხიანი არ ბრძანდებით, ბანალური მიზეზების გამო, რაც სამსახურში ყოფნით არ გაუარესებს ჯანმრთელობას გთხოვთ ნუ მოიქცევით პატარა სკოლის მოსწავლესავით და ამის გამო ნუ მოითხოვთ დისტანციურზე დარჩენას.
    ადრესატი:
    t.bolotashvili ძაღლუკა tbilisi.gov.ge
    CC: S.Giorgadze ძაღლუკა tbilisi.gov.ge / N.Zurabishvili ძაღლუკა tbilisi.gov.ge / i.saladze ძაღლუკა tbilisi.gov.ge
    საშვის დაფიქსირება/სამსახურში მოსვლა იწყება 08:30 დან 10:00 სთ-მდე.
    ანუ 08:30-ზე მოსულს შეუძლია წავიდეს 17:30-ზე, 9 ზე მოსულს 18:00-ზე და ა.შ. ვინც 10-ზე მოვა ვერ წავა 19:00 მდე.
    საშვის დაფიქსირების გამორჩენა ნიშნავს დაგიანება/დროზე ადრე გასვლას. ყოველი დაგვიანებული დრო მოქმედებს ფინანსურ მხარეზე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენიშვნა/საყვადურის გამოცხადება
    აღსრულების პროცესს იწყებს იურიდიული განყოფილება და დროის მენეჯმენტსაც ისინი ახორციელებენ. თვითონ განყოფილება კი უზრუნველყოფს საკითხთან დაკავშირებით შიდა ვადაში გავლას, რომ უფროსთან შესვლის დროს უკვე შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების მიღება
    სამსახურის უფროსი / whatsapp
    უფროსიდან შემსრულებელთან გადაგდებული დასტატუსებული განცხადება - უარი ან განუხილველი, იგზავნება იმავე დღეს (თანახმად მონიტორინგის განყოფილებისა და უფროსის მოთხოვნისა)
    თუ ფოტოსურათები არ არის დათარიღებული, იგულისხმება, რომ ისედაც არსებული სიტუაციისაა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფუძვლიანი ეჭვია ძველი ფოტომასალის (მაგალთად ზამთარში ზაფხულის ან პირიქით, ასევე თუ წინა განცხადებაზე თანდართული ატვირთა, რომელიც ძალიან ადრე იხილებოდა)
    როდესაც მოქალაქე შეტყობინებით ითხოვს განცხადების განუხილველად დატოვებას ან შუალედურად დაბრუნებას - იმავე დღეს გადაუგდეთ განყოფილების უფროსს, და მიმოწერაშიც დაუფიქსირეთ ინფორმაციის სახით მოთხოვნა. (განუხილველად დატოვება / შუალედურად დაბრუნება)
    ავტოფარეხის ფუნქციის შენობაში I კლასით წყალკანალიზაციის განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში საკითხი მიემართება უფროსთან (აუარებს)
    განცხადებით წარმოდგენილ ფოტოსურათებზე აუცილებელია მითითებული იქნას ფოტოგადაღების თარიღი
    ამოქმედდა განყოფილების არაოფიციალური თუმცა საჭირო გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საკითხის სწორად და უფრო სწრაფად განხილვაში.