მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.103 მუხლი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიმუხლი 67. განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე მიწის ნაკვეთი: 1. იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ის გამოყენების სახეობის, განაშენიანების პარამეტრების, განაშენიანების სახეობის და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების თვალსაზრისით შეესაბამება განაშენიანების არსებულ გარემოს და არ ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესებს.
2. განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დგინდება ამ კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლებითა და ძირითადი დებულებებით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფუნქციური ზონის/ფუნქციური ქვეზონის ან/და განაშენიანების არსებული გარემოს შესაბამისად. ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ასევე ნებადართულია ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 68. განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთი
იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარეობს და რომელზედაც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ან ძირითადი დებულებებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მშენებლობისა), მოქმედი სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.
14-39-ის შესაბამისად ფუნქციურ ზონებში შესაძლებელია:
1. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობა (გაზსადენი, წყალსადენი, წყალარინების მილი, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი), თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ წესებით დადგენილ ქვეზონის თავისებურებას და ხელს არ უშლის მის ფუნქციონირებას;
2. დაურეგულირებელი/მოუწესრიგებელი განაშენიანების ან/და გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობა (გაზსადენი, წყალსადენი, წყალარინების მილი, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი), თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ წესებით დადგენილ ქვეზონის თავისებურებას და ხელს არ უშლის მის ფუნქციონირებას;
3. თუ სატყეო ზონაშია, უარი უნდა ეთქვას ჯერ ურბანულს მიმართოს (ნიმუშებშია მისაწერი ტექსტი)
UPDATE: უფროსიი მიიჩნევს, რომ სპეცი არ უნდა, ამიტომ მასთან გადავაგდოთ საკითხითუმცა როგორც ირკვევა ამ ჩამონათვალში არ შედის: ღობე, საავტომობილო გზა, ქუჩა, რკინიგზა, გვირაბი, ფუნიკულიორი, საბაგირო, საირიგაციო ნაგებობა, რაც აუცილებელს გახდის საკითხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას (შესაძლო სპეცნებართვით გაცემის თაობაზე)
1. რუკაზე მოწმდება განსაზღვრულია თუ არა ზუსტი ადგილმდებარეობა ან/და ტრაექტორია (შესაძლოა ტრაექტორია არ იყოს მთლად მილის ან კაბელის დიამეტრის, მთავარია მიახლოებით იყოს განსაზღვრული სამუშაოების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე).
2. რუკაზე მოწმედება ხომ არ იხილებოდა უკვე აღნიშნული საკითხი
3. მოწმდება შეზღუდვები
თუ გაპის ეტაპზე ვერ დგინდება საპროექტო ობიექტის პარამეტრები (რათა განისაზღვროს ჯდება თუ არა ჩვენს კომპეტენციაში ან მოთხოვნილ კლასში) უნდა განმარტოს დააზუსტოს მოთხოვნის ტექსტი
1. უნდა მოიცავდეს შტამპს (ხელმოწერილს და სადაც მითითებული უნდა იყოს მასშტაბი 1:500 ან 1:1000);
2. გარეშემო არსებული სიტუაცია (მათ შორის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შესაბამისი საკადასტრო კოდებით);
3. სხვა ხაზობრივი ნაგებობები;
4. ხე-მცენარეები (თუ ახლოს არიან მანძილებიც მიუთითოს);
5. აზომილი ტერიტორიის აბსოლუტური ჰორიზონტალური (კანონმდებლობით დადგენილ კოორდინატთა სისტემაში) და ვერტიკალური ნიშნულები (მათ შორის იზოჰიფსები)
6. აზომილი ტერიტორიის რელიეფის ყველა მახასიათებელი (გრუნტის ზედაპირი, ხე-ნარგავების აღწერა და ა. შ.), ყველა შენობა-ნაგებობა (მათ შორის მიწისქვეშა, მიწისზედა და საჰაერო საინჟინრო კომუნიკაციები) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები
7. გეგმაში გამოყენებული პირობითი აღნიშვნები
იმ შემთხვევაში თუ ხდება არსებულის რეკონსტრუქცია ამ შემთხვევაში მოეთხოვოს, ხოლო რაც ჯერ არ გაყვანილა ვერც იქნება რეგისტრირებული.
თუ ერთ რეგისტრირებულ ნაკვეთზე ხდება გაყვანა/აგება (მაგალითად ანძა) მაშინ ამ ნაკვეთის საკადასტრო ინფორმაცია.
ზოგადად მიწისქვეშა განთავსების პრინციპით გაიცემა ხაზობრივების ნებართვა (გარდა ანძებისა და ა.შ.) თუმცა თუ რაიმე ნაწილი ან სრულად მიწისზემოთ არის, შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს ფოტომონტაჟი:
მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, ნებართვის გაცემის თითოეული სტადიზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება. სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა- ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ. დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. აქედან გამომდინარე, დამატებით, შესაბამის ველში წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან, რომელიც განთავსებული იქნება საპროექტო ტერიტორიის თავლსაჩინო ადგილას.
საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს:
ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს;
გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას;
დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს;
ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს.
თუ მიწისზედა ნაგებობობაა (მაგალითად ანძა), მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს სიმაღლე, რისთვისაც:
საქართველოს საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, აეროდრომის რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ
თუ მიწისზედა საჰაერო ხაზობრივია (კაბელი, ანძა, გაზი (გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე)):