მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების ტრასის სქემატური ნახაზი, ხოლო მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში დამატებით მზიდი კონსტრუქციების სქემატური ნახაზი
დრენაჟი ან სხვა მსგავსი
გაზსადენის მშენებლობის შემთხვევაში: არქიტექტურული პროექტი და ტექნოლოგიური სქემა
არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ბ) სარჩევს;
გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს;
დ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ);
ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის:
ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;
ე.ბ) შენობის განაშენიანების ფართობს;
ე.გ) არსებულ და საპროექტო კ1-ის, კ2-ის (თითოეული სართულის მიხედვით) და კ3-ის მაჩვენებლებსა და მათ საანგარიშო ფართობებს;
ე.დ) შენობა-ნაგებობის ფართობს და არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ, ავტოსადგომების, სასაწყობო, საერთო სარგებლობის (მათ შორის, კიბის უჯრედების, სადარბაზოების) და სხვა დამხმარე სივრცეების (მათ შორის, საზაფხულო) ფართობებს;
ე.ე) შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს;
ვ) მიწის ნაკვეთის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების, გაბარიტული და ღერძულა ზომების, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, აბსოლუტური ჰორიზონტალური (კანონმდებლობით განსხვავებულ კოორდინატთა სისტემაში) და ვერტიკალური ნიშნულების, მიწის ნაკვეთის გამწვანებისა და სხვა ასპექტების ასახვით);
ზ) სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა:
ზ.ა) შენობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს, აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით;
ზ.ბ) შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ;
ზ.გ) ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად;
თ) შენობა-ნაგებობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, სართულებისა და არქიტექტურული ნაწილების მიხედვით ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ნულოვან ნიშნულთან მიმართებით ჩვენებით);
ი) შენობა-ნაგებობის ფასადების ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, სართულებისა და არქიტექტურული ნაწილების მიხედვით ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ნულოვან ნიშნულთან მიმართებით ჩვენებით, ასევე ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით);
კ) შენობა-ნაგებობის აქსონომეტრიულ ნახაზსა და ფოტომონტაჟს (მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალებისა და ფერების მითითებით);
ლ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს;
მ) არქიტექტურული ელემენტების (კარ-ფანჯრები, ჟალუზები და სხვ.), დეტალების (გაფორმების ელემენტები, ნაკეთობები და ა.შ.) და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაციას;
ნ) საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების) სქემებს;
ო) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, აგრეთვე „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ფოტომონტაჟის სახით ვიზუალურად გამოსახულ გამწვანების პროექტს (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე იმ შენობის/ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც კ-3 კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული);
პ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით, ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 6000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობისა ან/და ღამის კლუბისა, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტებისა, მუზეუმისა, ბიბლიოთეკისა, საკულტო ნაგებობისა).
ტექნოლოგიური სქემა მინიმუმ უნდა მოიცავდეს:
ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ბ) მოწყობილობა-დანადგარის ან/და სისტემის ტექნიკურ მაჩვენებლებს;
გ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის და შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური აღწერის, მოწყობილობა-დანადგარის ან/და სისტემის ტექნოლოგიური გადაწყვეტის შესახებ);
დ) მოწყობილობა-დანადგარის ან/და სისტემის ძირითად ნახაზებს (შენობა-ნაგებობაში განთავსების ადგილის, ძირითადი გაბარიტული ზომების ჩვენებით) და მათ გაანგარიშებებს (სიმტკიცეზე, მდგრადობასა და დეფორმაციაზე).
2. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) ცალკეული კვანძების დეტალური ნახაზები;
ბ) ტექნოლოგიური ნაწილების სპეციფიკაცია, ტიპების მიხედვით;
გ) სხვა ინფორმაცია, ტექნოლოგიური თავისებურებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე
ფოტომონტაჟის მიხედვით კი გათვალისწინებულ იქნეს მილის ორგანიზებული, მოწესრიგებული სახით მოწყობა, ვინაიდან წარმოდგენილი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი
შენობის ფასადზე მოწყობა როგორც ვიზუალური, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გათვალისწინებული და წარმოდგენილი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს ქალაქის განაშენიანებაზე, გამომდინარე აღნიშნულიდან წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით მსგავსი სახით მილგაყვანილობის დამონტაჟებას სამსახური ვერ დაეთანხმება , რისთვისაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ გამოინახოს მისი განთავსების სხვა ალტერნატიული ადგილი
წარმოდგენილი სახით სამუშაოების განხორციელების შესახებ (უსაფრთხოებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე უარყოფითი ზეგავლენის გამორიცხვით ცალსახა დადასტურებით)
დამატებით წარმოსადგენია ასევე დარგის შესაბამისი უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ შესრულებული ანგარიში/დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურებული იქნება - არის თუ არა წარმოდგენილი სახით შესრულებული პროექტი ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში (მათ შორის უზრუნველყოფილი იქნება თუ არა ჩამდინარე წყლის (გათვალისწინებული დატვირთვით) ეფექტიანი გატარება, საპროექტო ნაგებობის ქანობი, დიამეტრი)