Toggle navigation
საინჟინრო
ლეგალიზება
ხაზობრივი
» გეოლოგიური ნაწილის ნიმუშები
გარემოს დასკვნა გეოლოგია არ არის
წარმოდგენილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომელშიც ნათქვამია რომ ის არ წარმოადგენს მშენებლობის საფუძველს, მშენებლობას წინ უნდა უძღვლოდეს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების მიხედვით განხორციელებული დეტალური საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, შესაბამისად უკვე წარმოდგენილ გარემოს პოზიციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას გეოლოგიური კვლევა და მის შესახებ გეოლოგის მიერ მომზადებული საექსპერტო შეფასება
დადებითი მაგრამ რეკომენდაციებით
წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული დასკვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით რაც ასევე მოიცავს გამაგრებით სამუშაოების ჩატარებას (უარყოფითი გეოლოგიური პროცესების განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად), გეოლოგია მისაღებია
შურფების შეუსაბამობა
წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია რომ გაყვანილ იქნა 2 შურფი ხოლო ადგილის გეგმაზე ნაჩვენებია 3 შურფის წერტილი, რაც ურთიერთშეუსაბამოა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული დოკუმენტაცია ურთიერთშესაბამისი ინფორმაციის მითითებით და ჩვენებით
გეოლოგიური საფრთხეები რუკაზე
განგიმარტავთ რომ არეალის ნახვა შეგიძლიათ სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზე, რომლის კონტურიც ემყარება ქ.თბილისის გეოლოგიური საფრთხეების შეფასების ანგარიშს, მომზადებულს სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" მიერ
გეოლოგია რისკების გათვალისწინებით იქნას წარმოდგენილი
წარმოდგენილი უნდა იქნას დეტალური გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება, რომელიც მომზადებული იქნება რისკების გათვალისწინებით და სადაც ასევე განმარტებული იქნება ითვალისწინებს თუ არა საპროექტო დოკუმენტაცია რეკომენდაციებს და ასეთის შემთხვევაში მიეთითოს ღონისძიებების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში კი აისახოს საპროექტო დოკუმენტაციაში).
არასწორი საკადასტრო კოდი
გეოლოგიურ კვლევასა და საექსპერტო შეფასებაში მითითებული საკადასტრო კოდი არ არის განცხადებით წარმოდგენილ საპროექტო ობიექტთის განთავსების საკადასტრო კოდთან შესაბამისობაში
არასწორი მისამართი
გეოლოგიურ კვლევასა და საექსპერტო შეფასებაში მითითებული ობიექტის მისამართი არ არის განცხადებით წარმოდგენილ საპროექტო ობიექტთის განთავსების მისამართთან შესაბამისობაში
დამცავი ღონისძიების აუცილებლობა ხომ არ არის მიეთითოს
სამსახურში დაცული მონაცემებიდან გამომდინარე, ტერიტორია მდებარეობს გეოლოგიური საფრთხეების განვითარების საშუალო რისკის ზონაში და წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული გეოლოგიური დოკუმენტაცია სადაც განმარტებული და მითითებული იქნება ხომ არ არის რაიმე დამცავი ღონისძიების გატარების საჭიროება, საჭიროების შემთხვევაში კი აისახოს საპროექტო დოკუმენტაციაში
ერთიდაიგივე კომპანიის მიერ შესრულებული კვლევა და შეფასება
გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება ერთი და იგივე კომპანიის/პირის მიერ არის მომზადებული, რაც დაუშვებელია და შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას სხვა კომპანიის მიერ მომზადებული საექსპერტო შეფასება
მისაღებია რეკომენდაციებით
მისაღებია, თუმცა მითითებული რეკომენდაციის, კერძოდ : ხიმინჯების მოწყობისა ან სხვა კონსტრუქციული ღონისძიებების გადაწყვეტის გათვალისწინებით, რათა აცილებული იქნას უარყოფითი პროცესების განცითარების რისკი. შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას ზემოაღნიშნული
უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე
შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ არსებობს განახლებული საექსპერტო შეფასების წარმოდგენის აუცილებლობა
რეკონსტრუქციაზე
ვინაიდან რეკონსტრქუქციის პროექტი ვერ მოახდენს გავლენას ადგილის გეოლოგიურ მდგომარეობაზე, არ არსებობს განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა
საყრდენი კედელი, უზრუნველყოფს თუ არა არ წერია
წარმოდგენილი საექსპერტო შეფასება ვერ ჩაითვლება მისაღებად რადგან მასში არ არის შემდეგი ინფორმაცია: რამდენად უზრუნველყოფს არსებული საყრდენი კედლები უარყოფითი პროცესებისგან თავის არიდებას და ასევე არ არის დაკონკრეტებული თუ რა დამატებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება შემდეგი: თუ უზრუნველყოფს არსებული კედლები პროცესებისგან თავის არიდებას და ასევე დაკონკრეტდეს თუ რა გამაგრებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. და ეს საუშაოები ასახულ უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციაში
მოთხოვონ თუ არა გეოლოგია
თუ განმცხადებლის მოთხოვნა მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობით სავალდებულოდ ხდის გეოლოგიის წარმოდგენას, მოთხოვეთ და წარმოდგენის შემთხვევაში მომწერეთ და შევამოწმებ
მეზობლის მიწის ნაკვეთის მონაცემებით მომზადებული
წარმოდგენილი გეოლოგია ვერ ჩაითვლება მისაღებად რადგან როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი არ ჩატარებულა შურფებით ამოღებული მასალის კვლევა და მათ დასახასიათებლად მოყვანილია მეზობელი მიწის ნაკვეთის მონაცემები, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება, რომლებიც შედგენილი იქნება კვლევის წერტილებში აღებული ნიმუშების კვლევის შედეგების მიხედვით
არქივზე დაყრდნობით მომზადებული
წარმოდგენილი გეოლოგია ვერ ჩაითვლება მისაღებად რადგან როგორც დოკუმენტებშია ნათქვამი არ ჩატარებულა შურფებით ამოღებული მასალის კვლევა და მათ დასახასიათებლად მოყვანილია ვიზუალური აღწერის და საარქივო მასალების მონაცემები, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება, რომლებიც შედგენილი იქნება კვლევის წერტილებში აღებული ნიმუშების კვლევის შედეგების მიხედვით
ფერდსამაგრ კედელზეა საუბარი გარემოს დასკვნაში
სამსახურში დაცული მონაცემებიდან გამომდინარე, ტერიტორიის გეოლოგიური საფრთხეების განვითარების მაღალირისკის ზონისა და თანდართული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ დასკვნიდან გამომდინარე სადაც საუბარია ფერდოსამაგრი კედლის ან შესაბამისი დამცავი ნაგებობის მოწყობაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას დეტალური გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება, რომელიც მომზადებული იქნება ზემოაღნიშნული რისკების გათვალისწინებით და სადაც ასევე განმარტებული იქნება ითვალისწინებს თუ არა საპროექტო დოკუმენტაცია მოთხოვნილ რეკომენდაციას და ასეთის შემთხვევაში მიუთითოს ღონისძიების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი აისახოს საპროექტო დოკუმენტაციაში
სნიპების მიხედვით უდეტალურესი კვლევა
გეოლოგიურ კვლევას არ ერთვის ტექნიკური დავალება
საკვლევ სამშენებლო უბანზე გაყვანილი შურფებიდან, გრუნტის ნიმუშები აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლევული არ არის (არ არის შესრულებული ს.ნ. და წ. 1.02.07-87-ს პპ 3.50 და 3.75 მოთხოვნები)
დასკვნაში მოცემული სგე გრუნტის საანგარიშო პარამეტრები ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ არის მიღებული, მაშასადამე არ არის სანდო
ტექნიკურ ანგარიშში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საკვლევი ტერიტორიის (ფერდის) ამგები კლდოვანი ქანების დახრის მიმართულება და კუთხე არ არის მოცემული. აქედან გამომდინარე, არც ფერდობის მდგრადობის საკითხია განხილული
არ არის შეფასებული სამშენებლო უბანი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით
ანგარიშს არ ერთვის გრაფიკული დანართები (შურფების ლითოლოგიური სვეტები და საინჟინრო გეოლოგიური ჭრილები), შესაბამისად გაურკვეველია გაყვანილი შურფების სიღრმე აკმაყოფილებს თუ არა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს